ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space…

დეკემბერი 11, 2020

კოლაჟიდან _ რიზომამდე

Filed under: Uncategorized — Janri Gogeshvili @ 1:43 PM

(პუბლიცისტური შენიშვნები)

*

 
მხოლოდ რჩეულნი იცნობენ მოსულთ…
 
”ახალ ეპოქაში, ახალ ერაში შევაბიჯებთ, რომელსაც მერწყულის ერა ჰქვია…
21 დეკემბრიდან ეს სიხშირე მატულობს და ჩვენ სამყაროს გადავყავართ 40 ჰერციან სიხშირეზე.”
ვინაც, ამ ეპოქალური მოვლენით არის დაინტერესებული, შეუძლია ინტერნეტში მრავალფეროვაი მიმოხილვები იხილოს…
მაგრამ განწმენდა და ამაღლება, ასე ერთბაშად და ზერელედ ვერ შედგება…
ამისთვის შესაფერი არეალი და მოცემულობა გვეძლევა, სრულყოფისკენ სწრაფვა კი, უპირველესად თავად პიროვნებაზეა დამოკიდებული… (მსგავსი თემებისადმი ურწმუნოდ განწყობილები, ტყუილად ნუ ინერვიულებენ… უბრალოდ, ჩაიარონ…)
მე კი, ერთი ჩემი ლექსი გამახსენდა, რომელიც 2002 წლითაა დათარიღებული _
”მხოლოდ რჩეულნი იცნობენ მოსულთ…”
რაღაც წინასწარმეტყველურია ამ ტაეპში…
და თუ ვერ იჯერებთ, უბრალოდ ჩაიარეთ… მე კი, როგორც მერწყულის ზოდიაქოში დაბადებულს ”ასტროლოგიური” ალიბი მაქვს…
 
მხოლოდ რჩეულნი იცნობენ მოსულთ…
სინამდვილიდან გარბის საწყისი,
წავა და წასთვლემს სადმე სხვა მხარეს,
ჩვენ კი შეგვრჩება ხელში მერმისი,
რომელიც მწველად აგვიხელს თვალებს…
და იქნებ ჩავწვდეთ სამყაროს ანბანს,
სამყაროს სუნთქვას ავუღოთ ალღო,
არ გავაყოლოთ წყალს ჩვენსა ნაბანს,
სიცოცხლის აზრი და გზისა ბოლო…
მხოლოდ რჩეულნი შეძლებენ წინსვლას,
მხოლოდ რჩეულნი იცნობენ მოსულთ,
და სიყვარულის სხივებად მისვლა, _
ეძლევა წრფელი გრძნობებით მორთულს…
14.10. 2002
***
პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Gogeshvili

 *

ყმუილის სიტკბო!!!

კი, მშვენიერი აქცია-პერფომანსი გამოვა
აბა, ერთხმად…

ყმუილის სიტკბო!!!

კი, მშვენიერი აქცია-პერფომანსი გამოვა

აბა ერთად…

ანომალიაGk. anomalia”უსწორმასწორობა”კანონზომიერების დარღვევა; საერთო წესისაგან, ნორმისაგან გადახვევა, _ კაცობრიობის განვითარებისთვის, უმეტეს შემთხვევაში, უპირველესი”მოტივაციაა”_ გინდ, არაცნობიერ მოვლენად მიიჩნიეთ და გინდ, აფექტურ ფაქტად…ისე, ყოფით შემთხვევაში, ბევრჯერ, თავად ე.წ. საერთო წესის განსაზღვრა ჭირს…რუსული პოეზიის ერთ-ერთ ფორუმზე, ქართველებზე მოლაყბე, მოპოეტო ელემენტების მიქარვებს გადავაწყდი. რომელთა მიხედვით, თითქოსდა ქართველები 60 მილიონზე მეტნი ვართ(ნეტამც…), თანაც ერთიანად”ბუსურმანები”, განაწყებეულს, ჯარში ნასწავლი რუსული გინების”ნიმუშები” გამახსენდა… მერე ვიფიქრე, ყეყეჩებსთვის, გინება ხომ ნარკოტიკივითაა და ისა ჯობს, მეც ლექსით შევეცადო, გაპასუხებას მეთქი… უნებლიეთ, გულუბრყვილოდ მომინდა, მათ მიმართ, საგანმანათლებლო მისია შემესრულებინა, და რადგან რუსული ენის მართლწერაში გარკვეული შეფერხებები მქონდა (არც ახლა ვარ საიმედოდ), გადავწყვიტე ინტუიციას, შინაგან იმპულსებს მივნდობოდი… თუმც, ისიც უნდა ავღნიშნო, რომ რუსული პოეზიის მოყვარული ნამდვილად გახლდით და ვარ კიდეც…როგორც ჩანს ფილოსოფიური აზროვნებისადმი მიდრეკიებამ თავისი ჰქნა და…С глазу на глаз… Дилетантская музыка – ложная кода… Позёр печет философские “формы”; Плагиат в цейтноте, ничего украсть, Ложный объективизм захватил власть… Сидеть на корточках и в душе крякать, Тянуть лямку, лепетать: стыд и срам… Это неприлично, научитесь ликовать; Только не как холуй, только не как раб… Распахнутой душой освоите новинки, Хватит ужасаться, заход на вираж! Если вам надоели призывы и лозунги, Просто, протестуйте! с глазу на глаз… რავარია, ფორუმზე განათლებული პერსონებიც აღმოჩნდნენ და ერთმა გაიზიარა კიდეც, უამრავი მოწონება მიიღო… რაღა გამაჩერებდა… მით უფრო ქართულად რუსულის ცოდნა,ზოგი ჩემი ლექსის ინგლისურად თარგმანშიც წამეშველა… ჰო, ჰო, ვიცი, “რუსეთი ოკუპანტია”_ (მართალი საქართველო… THE TRUTHFUL GEORGIA http://gogejanr.blogspot.com/2008/08/truthful-georgia.html)

Janri Gogeshvili-მ(ა) განაახლა სტატუსი.

11 დეკემბერი, 2016  · თბილისი  · გაზიარებულია საჯარო-თვის

საჯარო

http://samlib.ru/…/zanimatelxnyestrofydzhanrigogeshwili…

Мыслитель-Одиночка 

Под открытым небом, 
где тесно и людно,
Где ни дверей, 
ни запретительные знаки…
Он вел затворнический 
образ жизни “уютно”,
Незаметно и внезапно 
расширил грани…
Порожденные 
в одиночестве 
те мысли и образ
В революции 
выдвигались, 
как “спасение и дар”,
Мыслитель-одиночка 
в политике не “масть”,
Те “слова”, 
можно беспардонно красть;
Изящные алгоритмы 
превращаются в брань,
Возбуждённую толпу 
легко и просто предать,
“Властитель” пробует, 
присвоить божий дар,
Заложнику привычек 
из “кресло” не взлетать…
*

http://janrigioomgalengogeshvili.blogspot.com/…/poetic… თემატური _ ანუ, ისევ ”საერთო წესისაგან, ნორმისაგან გადახვევა…”11 თებერვალი / 2010 წ. ”პოეტური ფრაგმენტები…” ჯანრი გოგეშვილი / ’Poetic …

*Журнал “Самиздат”.Гогешвили Джанри. Занимательные строфы

*Занимательные строфы/ Стихи.ру

*Poet: Janri Gogeshvili – All poems of Janri Gogeshvili 

*This Street-Girl Brings Good Luck English Poetry

*Poet: Gioom (Gi) Galen – All poems of Gioom Galen

*Gioom Galen Poet & Writer Shers.In 
Shayari: You Look fancifully

*

ბიუჯეტიდან გადამძღარ ხალხს _ მაინც, სულ სხვა ”ლოღიკა” აქვს…

 (ირონია)

”მეცნიერი მაიკლ ლევინი და მისი გუნდის წევრები ბიოლოგიური ქსოვილისაგან რობოტების შექმნაში დიდ უპირატესობას ხედავენ. ეს შესაძლებლობას აჩენს, რობოტებმა თავად აღიდიგინონ დაზიანებები, ხოლო როცა საკუთარ მისიას შეასრულებენ, არსებობა შეწყვიტონ. პროექტის ავტორებმა ქმნილებებს „ქსენობოტები“ (Xenobots) უწოდეს.”

 ბიოლოგიური ქსოვილისაგან შექმნილი მომავლის რობოტები („ქსენობოტები“) _ეროვნულ ინტერესების შემცველი ”ინტელექტით” აღჭურვილი _ პარლამენტარები, სახელმწიფო აპარატის მუშაკები… კი, ნამდვილად სასიკეთოდ გაწმენდს პოლიტიკურ სივრცეს… ოღონდ, დიზაინის დახვეწით გატაცებულმა კონსტრუქტორებმა, მომავალ სახელისუფლო ელიტას ”ტვინი” ანუ სააზროვნო ჩიპი, მაინცადამაინ უკანალის ”არხში” არ უნდა შეტენონ…

თუმც, ამისდა მიუხედავად, ”ქსენობოტები” ბიუროკრატიულ ნომენკლატურაზე ბევრად გონიერნი და კრეატიულები იქნებიან… ხოლო, პატიოსნებაზე და სინდისზე ღლიცინი, საერთოდ გაქრება ჩვენი ყოფიდან… თანაც, განსაზღვრულია _ ”რობოტებმა თავად აღიდიგინონ დაზიანებები, ხოლო როცა საკუთარ მისიას შეასრულებენ, არსებობა შეწყვიტონ.”

ხაზგასმით _ … ”ხოლო როცა საკუთარ მისიას შეასრულებენ, არსებობა შეწყვიტონ.”

რამხელა შეღავათი იქნება ქვეყნისთვის…

კი, ნამდვილად გადარჩენის შანსია,

განსაკუთრებით საქართველოსთვის…

ჯ.გ.

*

ტივტივადობა…

”ტივტივა — მოწობილობა, რომელსაც ჩაყურსულ მდგომარეობაში ახასიათებს ტივტივადობა და ამწევი ძალა.”

სიცრუე იქცა მართვის მოტივად,

საზეპიროდ აქვს ტაძრებში შევლა,

და კაცი დარდობს, სამყარო ოხრავს,

მართალი გარჯა მოჩანს ვაგლახად…

და ”ტივტივების” ცქერით შეპყრობილი ხალხიც, მიუხედავ, ამდენი შფოთვისა, მოსეირედ იქცა…

*

 

”პოეტური ხატებისა და იგავ-სურათების მეშვეობით”

…თავის დროზე ნილს ბორის შეთავაზებული მოდელის აღქმა ”კვანტური თეორიის ალბათური ინტერპრეტაცია” აინშტაინსაც კი ეძნელა  და რა თქმა უნდა, კვანტური სამყაროს შეცნობა, რიგითი მოკვდავისთვის მიუწვდომელია… თუმც, თემასთან შეხების მცდელობა, არც რიგით მოყვარულს ეკრძალება და ”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის” იდეის _ ჟიულ ვერნის ”თემატიკით” გაშარჟებაც არ ივარგებს …

რადგან _

”…იგი შესანიშნავი მაგალითია იმისა, რომ ფიზიკური მოვლენების წვდომა ძალზე იოლი იქნება, მათ შესახებ მხოლოდ პოეტური ხატებისა და იგავ-სურათების მეშვეობით თუ ვილაპარაკებთ…”

ნილს ბორი კვანტური ფიზიკის შესახებ

***

1878 წლის 14 დეკემბერი

დაიბადა ანტონ გოგეშვილი

ქართული ნაბეჭდი გამოცემების, პირველი გრაფიკოსი ანტონ გოგიაშვილი _ შვილი ქაიხოსრო გოგეშვილისა…http://gogjuansher.blogspot.com/2018/03/blog-post.html

”მას ეკუთვნის – ვაჟა ფშაველას პოემა „ბახტრიონის” (1896), ილია ჭავჭავაძის პოემა „განდეგილის” (1901), რაფიელ ერისთავის ლექსების „სესიას ფიქრების“, „სამშობლო ხევსურისა”, „თრიალეთელი მწყემსის”, „დაჭრილის” ილუსტრაციები; მისი ნახატები დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.”მხატვარი-გრაფიკოსი, სტატიების ავტორი, გამორჩეული ხმის მომღერალი ანტონ გოგიაშვილი _ გურულ გოგეშვილთა შთამომავალი, ნიგოითის თემიდან…

…როგორც მათი თანამედროვეთა მოგონებიდან ჩანს, ივანე (ქაიხოსრო) გოგიაშვილის (გოგეშვილის) ოჯახი განათლების კერად ქცეულა. მათ სახლში უცხოვრიათ მწერალ და საზოგადო მოღვაწეს იოსებ იმედაშვილს, და ვაჟა-ფშაველას (როცა თბილისს სტუმრობდა). აქვე ცხოვრობდა ვაჟას შვილიც. სასიქადულო პოეტთან კი, ხშირად მოდიოდნენ სტუმრად იმ დროის ქართველი მოღვაწენი…

...ივანე (ქაიხოსრო) გოგიაშვილი (გოგეშვილის) ოჯახში, რევოლუციურად განწყობილი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეთა ხშირმა სტუმრობამ, ჟანდარმერიას, საბაბი მისცა, მის კუთვნილ ბინაში, ჩხრეკების ხშირი ჩატარებისა. 1898 წლიდან ეს ოჯახი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. თუმც, ბრალის წაყენებისთვის, საფუძვლიან მიზეზს ვერ პოულობდნენ.

იხილედ ვრცლად _http://gogjuansher.blogspot.com/2018/03/blog-post.html

***

ვერ გაუგია…

ხშირად უძლურიც, სხვისას იჩემებს,

თუ მომიჯნავე, მამულს არ დარდობს,

სიცოცხლეში დევს ჯიში მტაცებლის…

სამშობლოს დაცვა, ძველთაგან ფასობს.

სიფხიზლეს კარგავს, ვინაც გადაძღა,

და ჯავშნად უჩანს სიმდიდრე თვისი,

ვერ გაუგია, ჯიშით მაოხარს,

სისხლი სწყურია,

ტკბება კაცთა კვლით.

ჯ.გ.

***

*
მრავალი აცხადებს, რომ მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ ჩვენი მამულიშვილური მოვალეობა (”რისკენ მივდივართ”)…  ხდება გაერთიანება აქტივობისდა მიხედვით და მალე, თითქოსდა, საზოგადო საქმე, ერთი ჯგუფის ინტერესში ექცევა… სხვათა, არტენატიული, თუნდაც, ცოდნით გამდიდრებული მოსაზრება აღარ აინტერესებთ და უფრო დამაჯერებლად მოაზროვნეთ, ჩვენში ფეხმოკიდებულ ”ნივიჟუს ურტყამენ…”

*

ამდენ შიშველს…

/იუმორესკა/

სტრიპტიზიორს ემსგავსება

სამართალი,

ძუნწად აჩენს ფარულ ფაქტებს,

ხალხთან, თითქოს ფლირტაობს.

აიწყვიტა”მხილებაში”  მასმედიამ,

თუმც მხილება, ცოდვილთ,

აღარც კი აფრთხობთ…

და რემარკა _ შიშველია, შიშველია!

სენსაციად, უკვე, ვეღარ საღდება,

სადარდო და სატკივარი სხვა რამეა,

ამდენ შიშველს, ნეტა რაღა შემოსავს…

/ჯ.გ./

*

ისე, აღვირების ტარებაც, არ იქნებოდა ურიგო, დამშეული ხალხის ”სასაკლაოზე” მიყვანა, რომ არ გაჭირდეს…

***

ეროვნული თვითშეგნებიდან ამომავალი, ქვეყნის დამანგრეველ კორუფციასთან მებრძოლი კოალიციური მთავრობა… _ ფანტასტიკა თუ რეალობა…

ჯ.გ.


ხალხის ხელზე დახვევის , დამორჩილების,  ”დაჩმორების” ტაქტიკას ყველა ხელისუფალი თავისებურად ახორციელებს, მაგრამ ”თანამედროვე” საქართველოში, ამან უკვე სტერეოტიპული სახე მიიღო…

საზოგადოებრივ აზრს ნაკლებად დაგიდევენ, სანამ პროცესი უკიდურესად არ გამწვავდება…

მაგრამ, არანაკლებ უბედურების მომტანია, ის რომ სამართლიანობის ასაღორძინებლად შექმნილი, ესა თუ ის ჯგუფები, თავიანთ წიაღში, ხალხიდან წამოსულ ჯანსაღ აზრს, ვეღარ ჰგუობენ, და შინაარსიც არ გააჩნიათ, მათში ათეული წლების წინ წამოჭრილ მწვავე საკითხების მოგვარებისთვის ალღოიანად და პრაქტიკულად გაისარჯონ… მარტივ საკითხებზე უთავბოლო დავიდარაბის გამართვა ”სამოღვაწეო” საქმიანობად ექცათ… როგორც ჩანს, სოციალური იდეისთვის თავგანწირვის ეპოქამ ”ჩაიარა”, მოსალოდნელი სარგებლის გარეშე თავგამოდება, ძველებურად აღარ შეინიშნება.

… შეიკრიბება, რამდენიმე ე. წ. პოლიტიკაში ”ნატრიალები” პიროვნება,  დაიმატებენ, ”ლიდერთათვის” მისაღებ აქტივისტებს და იურიდული გაფორმების შემდეგ, იწყებენ თანხების მოძიებას…მერე კი, ”სახალხო იდეად” განცხადებული კრედო, სამოქმედო მექანიზმის გარეშე რჩება…  უკვე გამგეობად თუ აღმასრულებელ ორგანოდ მოვლენილი, ყოფილი ”საკორდინაციო ჯგუფი” შეგნებულად გაურბის, დამოუკიდებელი, მოზროვნე ადამიანების ინიციატივებს… და ასე, თითქოსდა, სახალხოდ წამოწყებული მოძრაობა, მალე გარკვეულ ჯგუფად გაფორმებულ სქემატურ ერთეულად მოგვევლინება…

ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ხალასი ინიციატივა, კვლავ და კვლავ თამაშგარეშედ რჩება, და სახელდახელო მიტინგებზე გაჟღერებულ ”გაუმარჯოს საქართველოს!” ამარა რჩება.

ვიღაცას შეიძლება ნებსით თუ უნებლიეთ, შავი იუმორის კვალობაზე მუშათა და გლეხთა საბჭოების ისტორიული ასპრეზი გაახსენდეს… მაგრამ, ახლა საზოგადოდ, უცაბედად გამდიდრების სურვილია გამძვინვარებული და სოციალური პრობლემების საყოველთაოდ მოგვარებაზე ზრუნვა, თითქმის ნებაზეა მიშვებული.

სააზროვნო სივრცეში მოღვაწე ინტელიგენციის წარმომადგენლები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, ქვეყნის პოლიტიკური მრწამსის განსაზღვრაზე, ნებსით თუ უნებლიეთ ჩვენი სასიქადულო წინაპართა ნააზრევის წამდაუწუმ მოხმობით და ვარიაციებით არიან გატაცებულნი. არადა, აღარ უნდა ამ ხალხს, ამგვარად განათლება, კვლავაც მარადიული ”პური და სანახაობა” ურჩევნიათ…ჰო, განვმეორდები:

როგორც ჩანს, სოციალური იდეისთვის თავგანწირვის ეპოქამ ”ჩაიარა”, მოსალოდნელი სარგებლის გარეშე თავგამოდება, ძველებურად აღარ შეინიშნება.

ჯ.გ.


Janri Gogeshvili

უდაოდ ღირებული ნააზრევია…

… მიუხედავად იმისა, რომ თითქოსდა, ყოველივე ხალხის არჩევანით ხდება, ხალხის რეალური სამოქმედო სივრცე, სასურველია მეტად ”გამჭირვალედ” იქნას წარმოჩენილი, ანუ _ ”20. ხელისუფლებაში არჩევის კანდიდატები ავტორიტეტისა და წარმატებების შესაბამისად უნდა შეირჩეს შიდა არჩევნებით…” მოგეხსენებათ, დღეს, პატივცემული საზოგადოება, ამა თუ ”სახალხო ორგანოში” პიროვნებებს, უმეტესწილად, რა ნიხრითა და ინტერესით ირჩევს _ არა ნიჭიერებით, პატიოსნებით, სახელმწიფოსადმი ერთგულებით, არამედ, თანამდებობის მოხელთების, ბიზნესის კეთებისა და პირფერობის უნარებისდა მიხედვით… _ ამგვარ ნიშნებს, სრულებით რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავთ, ბიზნესის პატიოსნად კეთება, წახალისებულიც უნდა იქნას, მაგრამ, იქვე, სასურველია პიროვნების მოღვაწეობის მკაფიოდ ამსახველი მონაცემთა ”ბაზის” ქონა და მხილებითი ფაქტების წარმოჩენა, გარკვეულ შემთხვევაში, ”კანდიტატის”, თავიდან არასაიმედოდ მიჩნევა… და არჩევნებიდან მოხსნა…

….

”9. საშუალო განათლების ეროვნულ სასწავლო გეგმაში უნდა შევიდეს:

1) კომპიუტერული და ინტერნეტ პროგრამები და პროგრამირება;…” ვფიქრობ, არ კმარა… გასათვალისწინებელია დროის ფაქტორი, ის რომ, თუმც, საყოველთაოდ გააზრებული არ არის, მაგრამ, კაცობრიობა უკვე სხვა შემეცნებით სივრცესა და ”რეალობაში” ცხოვრობს, ანუ ამონარიდი ჩემეული წინათქმიდან:

…ამასთანავე, ვაცნობიერებთ რა, ”ციფრული ეპოქის” მძაფრ გამოწვევებს; ხელოვნური ინტელექტის სწრაფ აღმავლობას, რაც ერთის მხრივ უდაოდ მისასალმებელია, მეორე მხრივ, კი შესაძლებელია საქართველოში მაცხოვრებელთა დიდი ნაწილი სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდეს იმგვარი ტექნოლოგიური სინგულარობის წინაშე, როცა ხელოვნური ინტელექტი, თვითგანვითარებას მიჰყოფს ხელს და ადამიანის მითითებებს აღარ დაემორჩილება.

საქართველოში უკვე შეიმჩნევა უახლოეს ტექნოლოგიების საფუძველზე შექმნილ ”ციფრულ ნაწარმთა” ბრმად მომხმარებელთა მკვეთრი მატება, მეორეს მხრივ, მოსახლეობის გარკვეული ნაწილის, განსაკუთრებით კი, ხანდაზმულთა კომპიუტერულ ტექნიკასთან გაუცხოება.

მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ერთის მხრივ, ”ციფრული ეპოქის” კვალობაზე აღძრულ, მწვავე გამოწვევების, მიზანშეწოლილად გაშუქება; უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების ”ბრმად მომხმარებელთა” ინფორმაციული პროფილაქტიკა…”

სასურველია თუ მსგავსი მოცემულობა შესაბამის სტრატეგიად იქცევა…

***

პატივისცემითა და კეთილი სურვილებით

***

როგორც ჩანს, პატივცემულ კოვიდს თავისებური ”გონიერება” გააჩნია _ შესაძლოა შეგრძნების სახით… და ამასთან ერთად მუტაციის უნარი…

არ მოგვეშვება, სანამ საკუთარ ”არსზე” ზეაღმატებული არ გახდება… თავის ”არსს” არ გაიუმჯობესებს და უძახე მერე ბაცილა, გახდება მისტერ ან მისის… ფანტასტიკაა… ამაზე უფრო ფანტასტიკური გვინახავს ”განამდვილებული”…

“პირდაპირ ვიტყვი…პანდემია გახდება უარესი, უარესი და უარესი” -აცხადებს ჯანმოს ხელმძღვანელი.

მაგრამ, ამასთანავე ადამიანის ინტელექტუალურ ბირთვზე, იმგვარ უნარებს შეიძენს, რომ…

”მოვუფრთხილდეთ ერთმანეთის სუცოცხლეს ❤”

მოგვიწოდებს, ერთი მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე პირის იმიჯმეიკერი…

მგონი შემოქმედებითი ბუნებისა უნდა იყოს, სურათზე ფრონცქად გმოიყურება…

შიმშილი ნამდვილად არ ნაყვარება…

რაც უთავბოლო ”ექსპერიმეტებზე” ფული დაიხარჯა, მოსახლეობის ჯანმრთელი კვებისთვის, რომ შეეშველებინათ, გაფრთხილება ის იქნებოდა…

საუკეთესო სურვილებით…

ვინ შემარჩენდა:

”განათებაზე და გათბობაზე ვეღარაფერს ვიტყვით …”

და ჩემმა პასუხმაც არ დააყოვნა:

იქითაც, თუ ასე პრობლემურია განათება და გათბობა, აბა, შიმშილი ქე ექნებათ დაძლეული…

ჰოდა, წავიდა:

”მე განათებაზე კი არ მოგახსენეთ დენის და გაზის სუფსიდირებაზე გესაუბრებით, სახელმწიფო რომ ფარავს 4 თვით”

”თბილისის მერია საბავშვო ბაღებიდან ეტაპობრივად გაცევს ბავშვების კუთვნილ საკვებ პროდუქტებს”

”და კიდევ ….

დაახლოებით 150 000 კომპანიას ექნება შესაძლებლობა, ავტომატურად დაიბრუნოს დღგ, ფაქტობრივად მომენტალურად, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველწლიურად დაახლოებით მილიარდი ლარი ყველანაირი პრობლემების გარეშე, მომენტალურად დაუბრუნდება ჩვენს ბიზნესს”

”კიდევ ბევრი რაამაა დასტაბილური და კიდევ ბევრი დასტაბილურდება”

კი, მონდომებულია ბოვშვი, მისიც მესმის და პასუხიც შევარბილე:

”აქ შევყოვნდები და ცას შევაშტერდები… რამე ავი არ ვიწანასწარმეტყველო…”

ჰო, კოვიდის მუტაციაზე ვსაუბრობდი… ექიმები გვმოძღვრავენ: ”ვისწავლოთ ცხოვრება კოვიდთან ერთად …”

კი, უნდა ვითანამშრომლოთ, მგრამ თუ იგი გვჯაბნის, თან ალღოსაც ამჟღავნებს, უკეთესი ხომ არ იქნება, შესაფერი პატივი მივაგოთ, ავღმართოთ მისი კულტი და…

აუ, გროტესკმა გამიტაცა.

მაგრამ, სანამ ხელისუფალი ჩასწვდება, რომ შესაძლოა, ადამიანმა უშუქობა, სიცივე, როგორმე გადაიტანოს, მაგრამ შიმშილი, თანაც ხანგრძლივი… მერე, ვერავითარი ”დღგ” ვერ უშველის… მოლა ნასრედინის ჭამაგადაჩვეული ვირის ამბავი მაინც გაიხსენეთ… მთავარი უბედურება ისაა, რომ მილიონერებით ”მსუყე” ქვეყანაში, ბავშვები შიმშილით იხოცებიან…

ლირიული გადახვევა _ ”ფენოტიპი, ისევე როგორც გენოტიპი, ძალიან დიდ როლს თამაშობს ბუნებრივი გადარჩევის პროცესში.”

კი ბატონო, ჯიში და ჯილაგი ძველთაგანვე მოგვყვება, მაგრამ, ის ვინც, ბავშვობაში, კარგად იკვებება, მზრუნველობით შევსებულ გარემოში ვითარდება, ფენოტიპიც შესაფერი აქვს და…

ბარემ, პრაქტიკოსი მკურნალის რჩევასაც გავიხსენებ:

”4. მოერიდეთ სასწრაფოს გამოძახებას. რომც დაგიდასტურდეთ ვირუსი, არანაირი წამალი მსუბუქსიმპტომიანი პაციენტისთვის არ არის საჭირო. სწორი კვება, საკმაო რაოდენობის სითხის მიღება, სუფთა ჰაერი და აქტივობა – სულ ესაა თქვენი მკურნალობის კურსი.”

*

”ბოროტსა სძლია კეთილმა, არსება მისი გრძელია.”

სასურველია საქართველოს მომავლით უანგაროდ დაინტერესებულ ადამიანთა მსჯელობა ვიხილოთ… (ანუ (ზედმეტად და ცალმხრივად პოლიტიზირებულ პირთა გარეშე…) რაოდენ გულუბრყვილოდ არ უნდა მოგეჩვენოთ, მხოლოდ მსგავსი მსჯელობების მომძლავრება გაგვიყვანს ჯანმრთელი მომავლის გზაზე…

*

ქართულ სივრცეში ჯვარი ვაზისა…

P.S. მედიასივრციდან ისევ გაუთავებლი რახარუხია, საფრონცქაო ტერმინებად ქცეული სიტყვებისა: ”მზაობა”, ”ღიააობა”,  ”უფრო მეტი ჩართულობა”, ”დიალოგი”…

”ჩვენებურ” საბანკო სისტემასა და მსსხვილ ბიზნესს მზაობას;  გამოწველონ, დაიტაცონ, მიითვისონ, მართალაც ვერ დაუწუნებთ… პირდაპირ ღიად ატერორებენ ქართულ სასიცოცხლო სივრცეს, ე.წ. პოლიტიკაში სათანადოდ ჩართულები არიან და პომპეზურ დიალოგებს მართავენ უცხოელ პარტნიორებთან… ჩვეულებრივი მოქალაქე ”რკინის ქალამნის” იმედზეა… და თუნდაც, მართლა გადადო თავი, სასიკეთოს, ვერც ვერაფერს გაარკვევს… არც მე და არც ჩემი თაობის დიდ ნაწილს, ღირსებია, რაიმე მცირედი ყურადღება  ე.წ. კულტურის სამინისტროდან… არადა, ესენი, რომ პამპერსებს ასველებდნენ, ჩვენ ამ ქვეყნის მსახურებას ვეშურებოდით სიტყვითა და შემართებით . ბევრს, ამის გამო, გვარიანად გაურთულდა ცხოვრება…

ტრაგიკომედიაა, თაობიდან ერთ-ორ ნიჭიერს წინდაწინვე შეასახელებენ დიდუბის საპანთეონოდ, თუმც, ზოგმა, ხელისუფალთან მეტისმეტად გაერთგულებულმა, შესაძლოა ”მთაწმინდასაც” ქე გამოკრას კუბო…

***

_კი, მოხერხებულად კაიფობთ… გონიერი პროფესიონალები ხართ… მაგრამ ”სტერეოტიპიზმის” საფრთხე თქვენც გემუქრებათ, რადგან ”ვეფხისტყაოსნის” არსის გადათამაშება, თუნდაც ხატოვნად, უკვე თავად მოიცავს სტერეოტიპულ აქცენტებს…

….ლიტმიმომხილველთაგან მწვავე პრობლემების ორაზროვნულად შეფერადებაც, ხომ ჯანმრთელი სააზროვნო სივრცისთვის სტერეოტიპულ საფრთხედ იქცა…

არადა, რა მშვენივრად აღნიშნა, მართლაც ნიჭიერმა და ღირსეულმა ლიტერატორმა თეიმურაზ მაღლაფერიძემ _

***

მშვენიერი თხრობაა, ანკარა… თანაც სულისშემძვრელი… ღმერთმა ნათელში ამყოფოს…

”იურა იყო მაგალითი, ნიმუში იმისა, თუ უკუღმართი სოციალური ვითარება როგორ ანადგურებს, სპობს, მიწასთან ასწორებს ყველას, ვისაც მგლის კბილები და ბრჭყალები არა აქვს, ანდა, ზოგიერთი “ნაძირალა” ინტელიგენტივით, გაძრომ-გამოძრომის უნარი არ გააჩნია…”

”თეიმურაზ მაღლაფერიძე – რექვიემი მეგობრისათვის” და როცა, შენს ნიჭსა და გარემოს ამგვარი ”ტკბილმოუბარი” ჭირისუფალი შემორჩება, ”შენ და ისიც” ისტორიის თვალსაჩინო მეგზურები ხდებით…

ჯ.გ.

***

Janri Gogeshvili ”ატმოსფერო” კი, ისეა დამუხტული, რომ _ მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა საბჭოებსაც ქე გაიხსენებდა ხალხი…ოღონდ, აღარც მუშები არიან და აღარც გლეხები, სამხედროებს კი უკვე სხვა მიმართება აქვთ…
ჩვენებური ტრაგიკომედია კი, თავისას ითხოვს ანუ 
”…ტრაგიკომედიის ფორმა განსაკუთრებით აქტუალური ხდება კულტურული ეპოქების გარდამავალ პერიოდებში. იგი გამოხატულებაა ამ პერიოდებისთვის დამახასიათებელი სულიერი კრიზისებისა, როდესაც ცხოვრებისეული კრიტერიუმების გადაფასება ხდება. ტრაგიკულია ძველის, დრომორჭმულის შეუფერებლობა ცხოვრების ახალ მოთხოვნილებებთან…”

თეორიულად, მარტივადაა ახსნილი, მაგრამ
როგორც, ერთგან ”სახელდახელო აზრებში” ჩამინიშნავს (5 ნოემბერი, 2011) :

ასე ხელაღებით არ იცვლება საზოგადოების ფსიქიკა; უმეტესწილად, კვლავ ინერციით ვმოძრაობთ… გამუდმებით “კარგისკენ” მივექანებით, მაგრამ იმ ”ცუდს” გულმოდგინედ მივათრევთ თან…

***

ჩვენ, არ შეგვიძლია ბევრი რამის სრულფასოვნად გაგება და შეგრძნება, მაგრამ, მტკიცებულებებად სურვილისამებრ ვიყენებთ ხოლმე. ეგ, ჩვენი სააზროვნო აპარატის ჩვეული ახირებაა… მაგრამ, თანამედროვე ქართული პოლიტიკის მესვეურთაგან,  კოლეგიალური მმართველობის იგნორირება, უკვე მერამდენედ, არაპროფესიონალ  აქტივისტთა ”მოვარდნის” მიზეზი გახდება. …ილიასეული _ გონიერ და პირიან კაცთა ერთობა _ შეიძლება ვერ მოხერხდეს, მაგრამ საკუთარ ”მომავალს”, რომ ხაფანგს უგებთ, როგორმე ინტუიციით, მაინც უნდა იგრძნოთ…

***

ინტერნეტში, განსაკუთრებით ფეისბუქზე მომხმარებელი ნებსით თუ უნებლიეთ თავის გამოჩენას ისწრაფვის… ზოგი ამით, ზოგი იმით… თითქოს, არც არაფერი შავდება, მაგრამ ზოგს მეტისმეტად უმძაფრდება ”თავის გამოჩენის” ფსიქოზი და თუ ხვდება, რომ მის აბდაუბდა აზრებს, არ თანაუგრძნობ, ცდილობს, თავისი კომენტარით შენს პირად გვერდზე შემოიჭრას…

ასე მოხდა, ჩემს მცდელობას ჩემებურად, თუნდაც ეზოთერულად გამეაზრებინა კვანტური სამყაროს ანა-ბანა, და იმისთვის, რომ სულ მთლად მტკიცებულებების გარეშე არ აღმოვჩენილიყავ, ანუ მარტო ფსიქოლოგიური, ”მისტიური” აღქმის ამარა არ ”განვზოგადოებულიყავ”, ნილს ბორისა და ჰაიზენბერგის მოსაზრებებიც  მოვიშველიე…

ჰოდა, გამოვარდა სხვადასხვა მოყვარული ორგანიზაციების ხუთგზის აკადემიკოსი, დაიწყო მათემატიკური მტკიცებანი… უპრაგონოდ გაილაშქრა ”კვანტური სამყაროს” ფუძემდებელთა მიმართ… და ერთმა ორმა, მისმა გულშემატკივარმა ქალბატონმაც ქე ”დაულაიქა”. ანუ, მისმა ”სითამამემ”, უფრო კი, ჩემი მოსაზრების, შეფარვით გაქილიკებამ, აღძრულ საკითხზე, მასავით უბირ ქალბატონთა აღტაცება გამოიწვია… კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, სიბრძნეს ბევრად უფრო მტერი ჰყავს, ვიდრე უვიცობას…  ცოდნა კი,  შიგადაშიგ ლაგამსაც ქე ირგებს…


ვინაც, სხვებს ღვთის სახელით ”მოძღვრავს”, თავად კი, ფარისევლობს, მუხთლობს, ან უბრალოდ, ფილისტერულ ყოფასაა მისადაგებული, უპირველესად, იმას უნდა მოეკითხოს…

ვინაც, ცდილობს ქრისტიანობის მადლს ეზიაროს, და მცირედს მაინც ახერხებს, იმას სუფთად, უანგაროდ შეშველება უნდა და არა, სხვადასხვა ყაიდით ”ორთოდოქსულად” განსწავლულთა პოზიციებიდან დამცირება, გაბაიბურება…

რამეთუ, ამქვეყნად ძალიან ცოტა ვინმეს მიეცა ნება და მადლი, მთელი არსით, ანუ სულითა და ხორცით გააეაზრებინა, განეცადა ქრისტეს მოძღვრება…

შემშველებელი,  ამქვეყნად ძალზე ცოტაა…

უსამართლობის შეგრძნება კი, ადამიანებს, ალბათ, იმ უძველეს ეპოქაშიც გააჩნდათ, როცა თავად ცნება ”სამართალი” არ არსებობდა…

ამჟამად, ყოველი, საზოგადო ერთობა, მერყევ გარიგებებზეა აგებული,

და ეს ქვეყანაც, შესაბამისად ირყევა.

მაგრამ, სამყაროს გონთან მიახლების სურვილით ნაწრთობმა ადამიანმა, შესაძლოა კეთილ, საიმედო მეგზურად, ჰორიზონტზე მონანავე ღრუბლის  ფთილა დაიგულოს…


ვარიაციები ”ვირუსული ეპოქის” კვალობაზე

ჩანდასამყაროსრულუიღბლობად

ბევრმაშეძლოდა ”შექმნა” ხმაური,

გავიდაწლები, ჩქამიც არ დარჩა…

ეულის ნიჭზე არჩევდნენ დუმილს,

ხალხი მხილებას ვერ გაუმკლავდა.

მასა ვერ იქცა სიმართლის მცველად,

ქლესობა, ქრთამი მოჯდა თამადად,

ჩანდა სამყარო სრულუიღბლობად,

თუმც, სიყვარული მარად გვიცავდა.


ახლა მწერლობით ვიღას გააკვირვებ, ბოლო ხანს, თითქოს დაბალი ღობე ნახესო, მწერლობას უამრავი წერა-კითხვის მცოდნე შეესია, თავისებურად ესეც კარგია, მაგრამ ცუდი ისაა, რომ მათგან უმეტესობა მკითხველად არ ვარგა, თუ კითხულობს, ზერელედ, თუმც სხვაგვარად არ შეუძლია. ემოციას ადევნებულს ზოგჯერ კაი ლექსიც გამოსდის, მაგრამ მოფიქრალი გონება არ ჩანს…

…მრავალთა პოეტურ თუ სახელოვნებო მცდელობებს, რომ გამართლება ვუპოვო სამყაროს თავისებურ მესაიდუმლის ალბერტ აინშტაინის ესედან ამონარიდს მოვიშველიებ:

”მომხრე ვარ შოპენჰაუერთან ერთად გავიზიარო აზრი, რომ ერთ-ერთ უძლიერეს მოტივს, რომელიც ადამიანებს უბიძგებს, საკუთარი თავი ხელოვნებასა და მეცნიერებას მიუძღვნან, წარმოადგენს სწრაფვა გაექცე ყოველდღიურობას მისი ნაცრისფერი და მომაკვდინებელი მოწყენილობით და მოიშორო საკუთარი წარმავალი სურვილების ხუნდები, რომლებიც უსასრულო მწკრივის სახით ცვლიან ერთმანეთს, თუკი ყველა აზრი ფოკუსირებულია სხვადასხვა ყოველდღიურ წვრილმანებზე და მხოლოდ მათით შემოიფარგლება.”

მაგრამ, როცა მსგავსი ამბიციები მქონე პირები, ერთურთის მხარდაჭერით პროფესიონლ ავტორთა ერთადერთ თუ არა, მთავარ შემფასებლად დგინდებიან, მაშინ საფრთხე არა მარტო რიგით მკითხველს, არამედ საზოგადოებრივ გემოვნებას ემუქრება…

არადა, ციფრული ტექნოლოგიების აღმავლობის ხანაში, უკვე ”ჰომოსაპიენსის” დამოუკიდებელი აზროვნების უნარს ექმნება საფრთხე, ის კი არა, უკვე ადამიანის ქვეცნობიერს, როგორც იდუმალ მონაცემთა მარადიული სალარო, შესაძლოა, ვირტუალურმა სამყარომ შთანთქას…

…ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, უახლოეს ათწლეულებში უკვე შესაძლებელი იქნება ადამიანის გონების „გაციფრულება“ – პიროვნების ტვინში დალექილი ინფორმაციის დაცულ სერვერზე გადატანა.” მაგრამ იქამდე მოსალოდნელია ციფრული ტექნოლოგიების ფანატთა ნებაყოფლობითი დაჩიპვა და თავისებური, ტექნოლოგიებში შემალული ზომბირების მექანიზმების დანერგვა.

ასე რომ, ჩემეული ანალიზით შეფხიზლებული .იმ უცაბედად აღძრულ პრეტენზიაზე უარს ვამბობ…

ძვირფასებო, განსაკუთრებით მრავალფეროვან სასიყვარულო ინტრიგებში ხელმოცარულო მოხალისეებო, წერეთ და წერეთ, სანამ გეხალისება, თორემ ისეთი დრო მოდის, ეგ ჩვევაც ატროფირდება…

სწორედაც, საგანგებოდ გაუკუღმართებული სისტემური წყობა ემტერება ქართულ სააზროვნო სივრცეს…

მართებული, გონივრული მსჯელობა გახლავთ… მაგრამ, სამწუხაროდ, ამგვარად დალაგებული და მოაზროვნე ,მედროვე ჩინოვნიკებისთვის მხოლოდ პრობლემაა. იქნებ, ”კრეატიულ” შეხედულებათა ”საინფორმაციო ბანკის” შექმნაზე ეზრუნა ”საზოგადოებრივ მაუწყებელს”, რათა გონიერ მაცხოვრებელთა საყურადღებო ნააზრევი, ერთიანად დროის მორევში არ ჩაკარგულიყო… (არც, ისე გულუბრყვილო ვარ… მაგრამ მომავალში, ვინმეს, იქნებ გადაცემის თემად გამოადგეს…)

***

სელებრითები, ”ელიტა”, ”ნაღები” და მისთანნი… რაღას არ იგონებენ, ოღონდ კი ყურადღება მიიპყრონ და სამწუხაროდ ”საზოგადოებამ”, მათი ზერელე, ქარაფშუტული, თუნდაც, ეპატაჟებით ”მოსვირინგებული” ავანტიურისტული  ვინაობისა და ყოფის შესახებ, ბევრად მეტი იციან, ვიდრე იმ მეცნიერთა, გამომგონებელთა, სასიკეთოდ დამკვალიანებელთა ღვაწლზე, ანუ იმათზე, რომლებმაც, თანამედროვე საზოგადოების განვითარებასა და სასიცოცხლო გარემოში კომფორტულ დამკვიდრებას შეუწყვეს ხელი.

დღეს, დედამიწის მაცხოვრებელთა ნახევარზე მეტი ინტერნეტს მოიხმარს, და სამწუხროდ  ცოტამ თუ იცის სახელი _ ”სერ ტიმოთი ბერნერს-ლი (ინგლ. Tim Berners-Lee; დ. 8 ივნისი1955ლონდონი) — ინგლისელი კომპიუტერული მეცნიერი, რომელმაც გამოიგონა ინტერნეტ-რესურსების ადრესაციის სისტემა. იგი არის შესული ცოცხალ 100 ყველაზე გენიოს ადამიანს შორის. [1]ბერნერს-ლი დღესდღეობით არის World Wide Web Consortium-ის (W3C) დირექტორი, რომელიც ადევნებს თვალს World Wide Web-ის განვითარებას.”

დიახ _”1989 წელს ინგლისელმა მეცნიერმა თავისი გამოგონებით სამყარო რადიკალურად შეცვალა….”

თუმც _

”ბერნერს-ლის შეფასებით, ტექნოლოგია სულ უფრო ხშირად გამოიყენება ადამიანების საზიანოდ. ის აძლიერებს უთანასწორობას და უსამართლობას. ინგლისელი მეცნიერის განცხადებით, მისმა გამოგონებამ მსოფლიო მართლაც შეცვალა, ადამიანების ცხოვრება გააუმჯობესა, მაგრამ ბოლო პერიოდში ეს სისტემა უკვე ხარვეზებით მუშაობს.”

და ბოლოს ”ბერნერს-ლის იმედი აქვს,რომ ახალი იდეებით ინტერნეტ სივრცეს პოზიტიურ იმპულსს შემატებს.”

სერ ტიმოთი ბერნერს-ლი 

***

მარცვალი ესე,

ყვითელ ფოთლებში

გადარჩენილი

მომავლის ნერგად,

რჩეულ სივრცეში

იხარებს მჯერა,

რჩეეულ ნაყოფსაც

მრავლად მოისხამს…

და იმავ სივრცის

ძალით და მადლით

დღეის ტკივილიც

განიკურნება…

ჯ.გ.

***

სიცოცხლეს რომ არ
გადაგვაჩვიონ…

დადგენილი იყო, რომ კორონავირუსი
ორგანიზმში ცილების მეშვეობით აღწევს. აგერ ახლა კი, აღმოჩინეს, ვირუსს ფილტვებისა
და ბრონქების უჯრედებში შეღწევა, რომელიღაც ფერმენტის საშუალებითაც შუძლია… რაც, გათვლილი
არ გახლდათ, ვირუსის სამკურნალოდ შემუშავებული წამლების შექმნისას. …

და კიდევ ვინ იცის…

ამ უთავბოლო ”აკრძალვებით”,
ადამიანს ბუნებრივი იმუნიტეტიც უქვეითდება…

”იმუნური სისტემა უდიდეს როლს
თამაშობს ადამიანის ჯანმრთელობაში, ვინაიდან მისი გამართული მუშაობა განაპირობებს ცოცხალი
ორგანიზმის მდგრადობას. იმუნური სისტემის ფუნქცია არის,  უპასუხოს ნებისმიერ უცხო ნივთიერებას ადეკვატურად
და შეინარჩუნოს ცოცხალი ორგანიზმის შინაგანი წონასწორობა…”

არადა, იყო მოწოდებები:

”ჩახუტება-ტკივილის  გამანადგურებელი

 როცა ძვირფას ადამიანებს ვეხუტებით
ორგანიზმში გამომუშავდება ბედნიერების და კმაყოფილების ჰორმონი-ენდორფინი. ასევე სიმშვიდის
ჰორმონი-ოქსიტოცინი. ჩახუტება აჩვენებს ადამიანს, რომ ის მარტო არ არის, რომ შენ მას
იცავ, ანუ დაკმაყოფილებულია მთავარი-გადარჩენის ინსტინქტი.”

***

”ხშირ შემთხვევაში ჩვენ სათანადოდ
არ ვაფასებთ შეხების, ჩახუტების ძალას.

ჩახუტება აკავშირებს ერთმანეთთან  სხეულსა და ცნობიერებას და იყენებს ამ კავშირს ჯანმრთელობის
შესანარჩუნებლად. ის აახლოებს ადამიანებს, ანგრევს ბარიერებს. აგვარებს და თავიდან
გვაცილებს კონფლიქტებს.”

ამათ, რაც ააქვთ ”გათვლილი”
ქე ვხდებით, ”ვაქცინა,_ უპირველესად ხანდაზმულებსო!” პენსიები ”დაეზოგებათ…”

”გონიერი” ვირუსი კი მხოლოდ
ზედაპირულადაა ”გაშიფრული”…

ასე, რომ, ახლა, ჩვენთვის უპირველესია,
ამ ხელისუფალის ”მზრუნველობით” _სიცოცხლეს არ გადავეჩვიოთ!

ჯ.გ.

***

Janri
Gogeshvili

28 დეკემბერი,
2020

მანგუსტის თავგანწირვა

ბუნება ვერ ჰგუობს მათ თანაცხოვებას,

გველს უზის გველობა, გენსსა და არსში,

ფხიანი მანგუსტი, შეტევებს უსხლტება,

(გაბედულს ქომაგობს ხალასი განცდა).

როს შეხამება მართლის და მავნებლის,

რატრატში განივრცო მოხვეჭის ფანდად,

ქვეყნის ავკარგზე გაბღენძილ მოთავეთ,

მანგუსტის თავგანწირვა უჩანთ არაკად.

..

***

”მე ვიყავი, ერთ-ერთი…” _
კარგია… ისე კი, თანამედროვე ქართული პოლიტიკის სტრატეგია და ტაქტიკა, ხალხის
”გადაგდებების”  ქრონოლოგიაა…  და მაინც, იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა…

*

Janri Gogeshvili

31 დეკემბერი, 2020

 გილოცავთ!

იხარეთ სულიერ სწრაფვაში,
ჯანმრთელობა, სიყვარული, ხვავ-ბარაქა დაგებედოთ…

2021

***

Janri
Gogeshvili

P.S. და როგორც ჩანს, ჩვენი და სხვა მიმდებარე საკარმიდამო ნაკვეთები, საგანგებოდ მორგებული მოტივით, ამ ურჩხულის სიხარბის ჩასაძღომადაა გამიზნული, და არც არავინაა განმკითხავი

იხილეთ შინაარსი:

***

 Janri Gogeshvili

3 იანვარი

http://www.parliament.ge/…/1055_16721_957521_saarchevno…

წაიკითხეთ და გაიაზრეთ _
ჩვენთან, რა სახის არჩევნები ჩატარდა _
შესაძლოა ”კობახიძის არჩევნებად” დადგინდეს…  გინდ შავ იუმორად აღიქვით, მაგრამ წინ _

საქართველოს მომავალია…

parliament.ge

http://www.parliament.ge

***

Janri Gogeshvili

4 იანვარი

გვეგონა ”უკეთესი
მოგვევლინა” და გულუბრყვილოდ მივენდეთ… ანუ შეხსენება ურიგო ამბავი, ნამდვილად
არაა…

*

2 წლის წინ

ნახეთ თქვენი მოგონებები

Janri Gogeshvili

5 იანვარი, 2019 

”რას ფიქრობთ?”

*

”სიბრძნის” ზვავში თუ
მოყევი,

ფეისბუქზე ძამია, არ
შეშინდე,

სიბრძნე იგი, ქარის
მოტანილია…

ჯ.გ.

 ***

Janri Gogeshvili

7 იანვარი

ნავსი გატყდა…

”გამარჯვებულებს”, ძაანაც
ნუ გიხარიათ…

*

Janri Gogeshvili

”სისტემა უნდა
შეიცვალოს!”_ხშირად გვესმის მსგავსი ”შემოძახილი”.

მაგრამ, უპირველესად,
მორიგ არჩევნების თანმდევად, მმართველობის მექანიზმის დახვეწის მკაცრი გარანტია
უნდა მივიღოთ, რათა, ბიზნესთან შეზრდილ
ბიუროკრატიას, ”მიმიკრიზაციის” შანსი, როგორმე, კვლავ არ მიეცეს…

და თუ, ამ, ასჯერ
გაკერილ-გამოკერილი”კონსტუტიციის” იმედით გაკეთილშობილებას ველოდეთ, ”ხალხის ხმა”
საბოლოოდ გადაგვარდება…

***

Janri
Gogeshvili

12 იანვარი

დემაგოგია და უგუნური სიხისტე _

ბრმა ტანდემი _

ქართული ყოფის ავანსცენაზე

*

Janri
Gogeshvili

11 იანვარი

…”დღეს, როდესაც მე, საბოლოოდ მივდივარ პოლიტიკიდან და ვტოვებ საჯარო სივრცეს…”

P.S. გააძლიერეთ ლოცვა _ ”მობრუნებამიივიწყოს

და პირიან კაცთა ერთობა _ შეიძლება ვერ მოხერხდეს, მაგრამ საკუთარ ”მომავალს”, რომ ხაფანგს უგებთ, როგორმე ინტუიციით, მაინც უნდა იგრძნოთ…

***

ინტერნეტში, განსაკუთრებით ფეისბუქზე მომხმარებელი ნებსით თუ უნებლიეთ თავის გამოჩენას ისწრაფვის… ზოგი ამით, ზოგი იმით… თითქოს, არც არაფერი შავდება, მაგრამ ზოგს მეტისმეტად უმძაფრდება ”თავის გამოჩენის” ფსიქოზი და თუ ხვდება, რომ მის აბდაუბდა აზრებს, არ თანაუგრძნობ, ცდილობს, თავისი კომენტარით შენს პირად გვერდზე შემოიჭრას…


,


გაგრძელება… _ სანამ ეს გვერდი ტექნიკურად დაიტევს…

*

ხატოვანი მოტივაციები /ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალი…

  ”ხატოვან აღქმათა ობსერვატორია”/ ¬“Observatory of figurative perceptions “/მეცნიერთა, მწერალთა და ხელოვანთა ასოციაცია ¬/ Ассоциация учёных, писателей и художников// Association of Scientists, Writers and Artists ¬/

/\
© გახსოვდეთ!..
”საავტორო უფლება”

 

კომენტარის დატოვება »

კომენტარები ჯერ არ არის.

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

დატოვე კომენტარი

Create a free website or blog at WordPress.com.