ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space…

ოქტომბერი 14, 2017

”ხატოვან აღქმათა ობსერვატორია” ¬/ «Обсерватория образных восприятий» / ¬ “Observatory of figurative perceptions “/მეცნიერთა, მწერალთა და ხელოვანთა ასოციაცია ¬/ Ассоциация учёных, писателей и художников// Association of Scientists, Writers and Artists ¬/

Filed under: Uncategorized — Janri Gogeshvili @ 1:37 PM

პრეამბულა _ Преамбула _ Preamble

ქართველ და მსოფლიოს ხალხთა ჰუმანისტ შემოქმედთა მხატვრულ ნაწარმოებებსა და სამეცნიერო შრომებზე აღზრდილნი, თავს მოვალედ ვგრძნობთ მიზანდასახულად ვიღვაწოთ, რათა წარსულისა და დღევანდელობის დამაკავშირებელი ერთიანი სააზროვნო სივრცე ლოგიკურად იქნეს შენარჩუნებული.
მოაზროვნე, სხვადასხვა პროფესიისა და მსოფლმხედველობის მოქალაქეთა შორის უშუალო, შემოქმედებითი, ინტერაქციული დილოგების ორგანიზება, კარგი წინაპირობაა სრულფასოვანი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის. ამგვარმა დიალოგებმა, ხელი უნდა შეუწყონ ინტელექტუალური სააზროვნო არეალის გამრავალფეროვნებას.
ამასთანავე, ვაცნობიერებთ რა, ”ციფრული ეპოქის” მძაფრ გამოწვევებს; ხელოვნური ინტელექტის სწრაფ აღმავლობას, რაც ერთის მხრივ უდაოდ მისასალმებელია, მეორე მხრივ, კი შესაძლებელია საქართველოში მაცხოვრებელთა დიდი ნაწილი სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდეს იმგვარი ტექნოლოგიური სინგულარობის წინაშე, როცა ხელოვნური ინტელექტი, თვითგანვითარებას მიჰყოფს ხელს და ადამიანის მითითებებს აღარ დაემორჩილება.
საქართველოში უკვე შეიმჩნევა უახლოეს ტექნოლოგიების საფუძველზე შექმნილ ”ციფრულ ნაწარმთა” ბრმად მომხმარებელთა მკვეთრი მატება, მეორეს მხრივ, მოსახლეობის გარკვეული ნაწილის, განსაკუთრებით კი, ხანდაზმულთა კომპიუტერულ ტექნიკასთან გაუცხოება.
მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ერთის მხრივ, ”ციფრული ეპოქის” კვალობაზე აღძრულ, მწვავე გამოწვევების, მიზანშეწოლილად გაშუქება; უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების ”ბრმად მომხმარებელთა” ინფორმაციული პროფილაქტიკა. მეორეს მხრივ კი, ხელი შევუწყოთ კომპიუტერულ ტექნიკასთან გაუცხოებულ მეცნიერთა, შემოქმედთა ინტერნეტსივრცეში მართებულად ადაპტირებას; მოძიებული სახსრების კვალობაზე მათი კომპიუტერული ტექნიკითა და სათანადო განათლებით უზრუნველყოფას.
ორგანიზებას გავუკეთებთ მხატვრულ ნაწარმოებთა, სამეცნიერო შრომების განხილვებს, ხელოვანთა ნამუშევართა გამოფენებს, ახალგაზრდა და წინა თაობების ინტელექტუალთა წიგნებისა თუ მხატვრული ნამუშევრების ერთობლივ პრეზენტაციებს.
ასოციაციის საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული იქნება პრემიები.
ნომინაციები:
”ემანუელ _ ”ღმერთი ჩვენთანაა” _ ვრცელი მონოლოგი; ესსეთა, ლიტერატურულ-თეოლოგიური მოკვლევის თუ პოეტური ციკლის სახით.
”დაუსაბამო ხელოვნება _ კრეატიული ხედვები” _ სხვადასხვა მიმართების მეცნიერულ-ლიტერატურული ნაშრომები. ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის ნიმუშები.
”მწერლობა _ ”მამული, ენა, სარწმუნოება” _ პოეზია, პროზა, პუბლიცისტიკა, თარგმანი.
გამოიცემა ღონისძიებებისა და რიგ განსახილველ საკითხთა ამსახველი მაცნე სახელწოდებით: ”ხატოვან აღქმათა ობსერვატორია”.

ინტერნეტსივრცეში შეიქმნება ამავე სახელწოდების ვებგვერდი.
ჩვენი სურვილია შესაბამისად ვითანამშრომლოთ, სახელმწიფო სტრუქტურებთან, კერძო სექტორთან, იდეურად მონათესავე ორგანიზაციებთან, უცხოელ კოლეგებთან, მედიის სხვადასხვა რგოლთან.
_მოვიძიოთ მეცნიერების, მწერლობის, ხელოვანთა და ბიზნესის უთიერთსასრგებლო კავშირების აღმძვრელი პროექტები; ხელი შევუწყოთ სოციალური გარემოს გაუმჯობესებას.

საკოორდინაციო საბჭო

***

”ხატოვან აღქმათა ობსერვატორია”

მეცნერთა, მწერალთა და ხელოვანთა ასოციაცია

****თემატური სპექტრი

კვანტური სამყარო გიხმობთ

 პოეზია / Поэзия / poetry _ (კვანტური აზრები / Ква…

 (http://janrigioomgalengogeshvili.blogspot.com/2017/)



*© გახსოვდეთ!..”საავტორო უფლება”

 

Advertisements

მაისი 23, 2011

*გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili

Filed under: Uncategorized — Janri Gogeshvili @ 1:07 PM

გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili

*
/\

ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… 
.\
შინაარსი-Content

ჟამთა სვლის ფრაგმენტები… Time fragments…

***

ფოტოქრონიკა… / Photography Chronicle

”იჩქარე ნელა” დასავლეთისკენ
აღმოსავლური გზების შემოვლით…
/\

ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)

ოქტომბერი 26, 2008

ინფო… Info…

Filed under: Uncategorized — Janri Gogeshvili @ 1:25 PM

”იჩქარე ნელა…” დასავლეთისკენ

აღმოსავლური გზების შემოვლით…

///////

საძიებელი:
The index

ფილმი – “ოაზისის” მაძიებელი – (ინტერპრეტაცია…) – Film – THE “OASIS” SEEKER – (interpretation…)

ფილმი-”ინტელექტუალური” დევნა-(ინტერპრეტაცია…)-Film-”INTELLECTUAL” PURSUIT-(interpretation…)

ფილმი-ბედისწერის ნიღაბი-(ინტერპრეტაცია…)_ Film-MASK PREDETERMINATION-(interpretation…)

ფილმი-გაღწევა-(ინტერპრეტაცია…)-Film-GET OUT-(interpretation…)

ფილმი-თვითგამორკვევა-(ინტერპრეტაცია…)-Film-SELF-EXAMINATION- (interpretation…)

ფილმი-მოსიყვარულეს შურისძიება-(ინტერპრეტაცია…)-Film-VINDICTIVENESS OF THE LOVING-(interpretation…)

ფილმი-უცნაური-(ინტერპრეტაცია…)-STRANGE-Film (interpretation…

/-

გზნებათა ტალღად და აღტაცებად…/ как нектар волнистых чувств… / As nectar of wavy feelings …

/\

გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili

/\

ჯანრი გოგეშვილი პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა), დრამატურგია, აუდიო-ვიდეო … / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V

/\

ფილმი – “ოაზისის” მაძიებელი – (ინტერპრეტაცია…) – Film – THE “OASIS” SEEKER – (interpretation…)

Filed under: Uncategorized — Janri Gogeshvili @ 11:36 AM

ფილმი – ”ოაზისის” მაძიებელი – (ინტერპრეტაცია…) – Film – THE “OASIS” SEEKER – (interpretation…)

დასახელება: ”ოაზისის” მაძიებელი

ჯანრი გოგეშვილის რომანის ”გამთენებელი ღამისა”-ს მიხედვით

ორიგინალური დასახელება: ”ოაზისის” მაძიებელი
წელი:…
ჟანრი: სათავგადასავლო, მისტიკა…

რეჟისორი: …

ენა:…

როლებში: ჯუანშერი , კაეშანი, ”მედიუმი” ჰოარა, ”დაბანგული” ფსიქიატრი გახუ, ლომკაცი, გურისელები, ირა, სესილი, პროფესორი ლეთარგელი, ტრახიშვილი, კლდისპირელი, არქივარიუსი და სხვები…

ფილმის შესახებ:

სწავლულ ყმაწვილკაცს, რომელიც მამაპაპისეული სახლის შენარჩუნებას ცდილობს, მეზობლად მცხოვრები, კრიმინალი ბიზმესმენის ბრძანებით დაარეტიანებენ და სანაგვე მანქანაზე დააგდებენ. ნაგავსაყრელზე გაღვიძებული ერთხანს გაოგნებულია, მერე ”მეუდაბნოეს” გადაეყრება, რომელიც უცნობი მკვლევარის დანატოვარ გრაგნილს დაეძებს… გრაგნილზე ”მომავლის გენის” მოსალოდნელ მოვლინებასთან დაკავშირებული ჩანაწერები უნდა იყოს შემონახული. ჯუანშერი შურისიძიების გრძნობას დაძლევს და ”ოაზისეული” აურის მატარებელი თანამოაზრეების ძებნას შეუდგება… ფათერაკებიან გზაზე გამორჩეულ მეგობრობას გაუწევს მოხდელი, მარჯვე და გამორჩეული ალღოს მქონე ბედაური ”კაეშანი”. მერე მეგობრებთან ერთად ზღვისპირეთში უცნაურ ქანდაკს აღმოაჩენს… საგიჟეთის ბინადარი ექიმ გახუს მედიუმი ”ჰოარა”, ქართულ ხალხური სიმღერებში შემონახული კოდირებული ნიშნების მაძიებელი ანსამბლი ”ოაზისი”, ერთგულების მოწადინე, მოღალატე ლამაზმანი… მღვიმეები, დაპირისპირება რჩეულ კლანთან, უცნაური ”ფსიქოექსპერიმენტის” მსხვერპლი მოძველბიჭო ”მშიშო”, თანამოზრე ”არქივარიუსი”… თითქოს დაგვიანებული, მაგრამ ბედისწერისგან განპირობებული შურისძიების ეპიზოდები მაყურებელს სიუჟეტის თანამონაწილედ შეიტყუებს და სასიკეთოდ აღაგზნებს…

========

ჯანრი გოგეშვილი ”გამთენებელი ღამისა” რამდენიმე ნაწილი რომანიდან. / Janri Gogeshvili, “The Herald of Dawn”, Some parts from the novel.

(”გამთნებელი ღამისა” (ორი რომანი _ ”გამთენებელი ღამისა”, …”რომელსა შენ მდევნი”… გამომცემლობა ”მერანი”, 1991 წ. _ “The Herald of Dawn,” “The One You)

Blog at WordPress.com.