ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space…

ფილმი-”ინტელექტუალური” დევნა-(ინტერპრეტაცია…)-Film-”INTELLECTUAL” PURSUIT-(interpretation…)

ფილმიინტელექტუალური” დევნა(ინტერპრეტაცია…)FilmINTELLECTUAL PURSUIT-(interpretation…)

დასახელება: ”ინტელექტუალური” დევნა

ჯანრი გოგეშვილის რომანის ” სიკვდილის ხელოვნება”-ს მიხედვით

ორიგინალური დასახელება: ”ინტელექტუალური” დევნა
წელი:…
ჟანრი: დრამატული, კრიმინალური…

რეჟისორი:

ენა:

როლებში: ბებური, ედია, მამა, იაია, ჩიხო, ქირურგი ვლასი და სხვები…

ფილმის შესახებ:

ახალგაზრდა ლიტერატორის ნაწარმოებები და საზოგადოებრივი მოღვაწეობა კარიერისტული ნირით მომძლავრებულთა გაღიზიანებას იწვევს. იგი ინიციატორია ”ამბოხისა”, რომელიც მაშინდელი მწერალთა კავშირის ყრილობის შეფერხებას გამოიწვევს. ბებური გამომწვევად მიმართავს პარტიული ნომენკლატურის გამორჩეულ წარმომადგენელს და მოითხოვს ”შავი სიების” მოსპობას, რომელიც ხელისუფლებისთვის არასასურველ პირთა ფარულ დევნას განაპირობებს… დევნა კი, ცენზურის ”ზეწოლითა” და კრიმინალურ პირთა მეშვეობით ხორციელდება… გრძელდება გაქურდვების სერია, რომლის შედეგად ბებურის ახალგაზრდა მეუღლე, ამ პატრიოტულ აქციათა თანამონაწილე რამდენჯერმე მოხვდება საავადმყოფოში… ბებურს კი, უცნაური პოლიტიკური მოწოდების გამო მილიციასთან  შეპაექრება და ჩხუბი დაებედება… დაჭერილს გასამართლება და ციხე ემუქრება… რომლისგანაც მოკეთის თანადგომა იხსნის…

მერე ბებურის მამა მძიმედ გახდება ავად. ოპერაციას გაუკეთებენ ერთ-ერთი საზღვაო ქალაქის ონკოლოგიურ საავადმყოფოში, რომელიც რაღაცით ახალგაზრდა ქირურგის მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტს დაემსგავსება. ვაჟი მამის მომვლელად რჩება… და მოწმე ხდება საავადმყოფოში მიმდინარე არასასურველი პროცესებისა… ერთ-ერთი სნეულის ”ლპობადი” მდგომარეობა ავსთენიის საკითხებზე დააფიქრებს. ერთ დროს სანიმუშო ოჯახის დიასახლისი, ლამაზი ქალი, რომელის ძებნილი ქმარი, ორიოდე წლის უკან ამ საავადმყოფოში გარდაიცვალა, იმ საავადმყოფოს თავშეფარებული ”კანონიერი ქურდის” საყვარელი ხდება და მასთან ერთად ქმრის მიერ, აქვე გადამალულ მილიონებად შეფასებულ ძვირფას ქვას დაეძებს… ავადმყოფი, რომელიც მოჩვენებას ჰგავს და შესაძლოა ”გარდაცვლილი ქმრის” ორეულიც კია, ფარულად უთვალთვალებს ორივეს და შურისმაძიებლური ჟინით მოქმედებს… ბებური უნებლიეთ, ალღოს აუღებს ”ანომალიურ” ვითარებას და საინტერესო, შემაშფოთებელი სცენების მხილველი ხდება…

====

====
Advertisements

%(count)s კომენტარი »

  1. […] ფილმი-”ინტელექტუალური” დევნა-(ინტერპ… […]

    შეტყობინება by ინფო… Info… « Gogejanr’s Blog — იანვარი 3, 2010 @ 2:23 PM | პასუხი


RSS feed for comments on this post. TrackBack URI

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: